суббота, 16 апреля 2016 г.

ინტელის პროექტი

კურსის რეფლექსია
გავიარე 36 საათიანი ტრენინგი - ინტელის კურსი: პროექტით სწავლება.
თავიდანვე გააზრებული მქონდა კურსის მიზნები. პირველ დღეს შევქმენი ელექტრონული პორტფოლიო თითოეული მოდულის მასალების შესანახად. შემდეგ ვისწავლე პროექტის დაგეგმვა, კვლევის მიზნით ინტერნეტის სხვადასხვა სახით გამოყენება, საავტორო უფლებების დაცვა, მულტიმედიარესურსების მოძიება, ბლოგზე ინფორმაციის განთავსება, დიზაინის შეცვლა, გვერდების ჩასმა, კვლევითი ფორმების შექმნა და გაზიარება ურთიერთთანამშრომლობისათვის, ვისწავლე როგორ უნდა დავეხმარო მოსწავლეებს წარმატებით შეასრულოს საპროექტო დავალებები, ისწავლონ შეფასება და თვითშეფასება.
ტრენინგი დამეხმარება ჩემს პროფესიულ საქმიანობაში სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში, მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდაში, მათი მაღალი სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარების განვითარებაში.
მადლობას ვუხდი ტრენერს.